ი და ა ასო – ბგერები

+4

No comments posted yet

Comments

Slide 1

ი და ა ასო – ბგერები ავლევის საჯარო სკოლა მასწავლებელი: მაია დვალაშვილი.

Slide 2

აღწერისათვის ვიყენებ ნ. მაღლაკელიძის ,,დედაენის” 25–ეგვერდზე მოთავსებულ სურათს. ამ სურათის მიხედვით მათ უნდა შესდგინონ ოთხსიტყვიანი წინადადება,რომელშიც იქნება სიტყვა ,,ია”.ეს წინადადება შეგვიძლია გამოვსახოთ გრაფიკულად უჯრების სახით.

Slide 3

ამ წინადადებიდან გამოვკვეთავთ ერთ სიტყვას ,,ია’’ და დავმარცვლით. ავხსნით როგორი ბგერებია: ხმოვანი თუ თანხმოვანი და გამოვსახავთ კომპიუტერში გრაფიკულად. მოძებნიან ამ ასოებით დაწყებულ სიტყვებს სურათებთან ერთად.

Slide 4

ი და ა ასო–ბგერების გაცნობით ბავშვები შევიყვანე ჯადოსნურ სამყაროში. ვესაუბრე ,,დედაენისა’’და ,,ია’’–ს შესახებ.,,დედაენა’’ ხომ უპირველესია მთელ წიგნთა ყვავილეთში. იგი ბუნების გამოღვიძების მახარობელია. ,,დედაენა’’ სწორედ იით იწყება.

Slide 5

,,აი ია’’ ეს არის თავდაპირველი სიტყვა ყველა ქართველის, რომალიც პირველად გადაშლის წიგნს, რათა მადლიან, ტკბილ ქართულ ენას ეზიაროს, ულამაზესი დახვეწილი ქართული ანბანი გაიცნოს.(ვაჩვენებ კომპიუტერში ანბანს.) მერე კი მთის კამკამა წყაროსავით წამოვა წყურვილი ცოდნისა, გაჰყვება ნაკადულს შეუერთდება მდინარეებს, გავა ენის დიდ ზღვაში, სიბრძნის ზღვაში, ეს არის იაკობ გოგებაშვილის ნიჭის გამობრწყინება. (ვაჩვენებ, პროექტორით ი. გოგებაშვილის სურათს). ა ბ გ დ ე ვ ზ თ იკ ლ მ ნ ო პ ჟ რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ ჩ ც ძ წ ჭ ხ ჯ ჰ

Slide 7

ბავშვები ერთად ამბობენ წინასწარ ნასწავლ ნაზი ჭოხონელიძის ლექსს ,,ანბანი მობრძანდებაო’’. შემდეგ გაითამაშებენ ინსცენირებას ,,ბავშვები და ანბანი’’. მოსწავლეები იტყვიან ლექსებს ია–ზე.შემდეგ წავუკითხავ ნ. დუმბაძის ლექსს ,,ია’’.(ვაჩვენებ კომპიუტერში ყვავილებს, საიდანაც ბავშვები ამოიცნობენ იას.

Slide 8

პროექტორით ვწერ ი და ა ასო–ბგერებს და ვაფერადებ სხვადასხვაფრად, შემდეგ მოსწავლეებს ვავალებ მოძრავ ანბანში მოძებნონ ი და ა ასო–ბგერები და შეადგინონ სიტყვა ,,ია’’. ი ა

Slide 9

ვკითხულობ ტექსტს და ვაკითხებ მოსწავლეებს, ჯერ ჯგუფურად შემდეგ ინდივიდუალურად. აი ია

Slide 10

მოძებნონ კომპიუტერში ის სავარჯიშო, სადაც ჩანს როგორ იწერება ი და ა. შემდეგ ვავარჯიშებ მათ გამოწერაზე,ჯერ დაფაზე შემდეგ რვეულებში.

Slide 11

თუ როგორ გაართვეს თავი მოსწავლეებმა ახალი ასი–ბგერების შესწავლას, მივაღწიე თუ არა მიზანს ამ გაკვეთილზე გამოჩნდება ამ ბგერების ამოცნობით, კითხვით, სავარჯიშოების შესრულებით კომპიუტერში. ამის მიხედვით შევაფასებ ბავშვებს :ვარსკვლავით, მზით, სიტყვიერი შექებით ან კომპიუტერის საშუალებით გავუგზავნი სმაილებს.

URL:
More by this User
Most Viewed
Previous Page Next Page