დიდი ბრიტანეთი

+2

No comments posted yet

Comments

Slide 1

დიდი ბრიტანეთი

Slide 2

ილია კვეტენაძე ზოვრეთის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი 14.10.2011

Slide 3

დიდი ბრიტანეთი დიდი ბრიტანეთის ქვეყნები დიდი ბრიტანეთის ქალაქები ლონდონის ღირსშესანიშნაობები

Slide 5

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო მდებარეობს ბრიტანეთის კუნძულებზე. გაერთიანებული სამეფო ოთხი ნაწილისაგან შედგება: ინგლისი, უელსი, შოტლანდია და ჩრდილოეთ ირლანდია. ყოველ ნაწილს თავისი დედაქალაქი აქვს. ინგლისის დედაქალაქია ლონდონი, უელსის – კარდიფი, შოტლანდიის – ედინბურგი, ხოლო ჩრდილოეთ ირლანდიის – ბელფასტი. დიდი ბრიტანეთი ტყეების და ტრამალების ქვეყანაა. მაღალი მთები იქ არ არის. დიდ ბრიტანეთში მდინარეები არ არის გრძელი. ყველაზე გრძელი მდინარეებია თემზა და სევერნი. დიდი ბრიტანეთის დედაქალაქი – ლონდონი – თემზის ნაპირზე მდებარეობს. რადგან ქვეყანა ზღვებითაა გარშემორტყმული, ზღვის სანაპიროზე დიდი საპორტო ქალაქებია: ლონდონი, გლაზგო, ფლიმუთი და სხვა. ზღვები და ოკეანეები დიდ გავლენას ახდენს ბრიტანეთის კლიმატზე, რომელიც არც ძალიან ცივია ზამთარში, მაგრამ არასოდეს არ არის ცხელი ზაფხულში. დიდი ბრიტანეთი მშვენიერი ქვეყანაა უძველესი ტრადიციებით და კარგი ხალხით.

Slide 7

დიდი ბრიტანეთი მაღალგანვითარებული, ინდუსტრიული ქვეყანაა და ხალხის დიდი უმრავლესობა ქალაქებში ცხოვრობს. დედაქალაქი, ბუნებრივია, უპირველესია ქვეყნის უდიდეს სამრეწველო ქალაქებს შორის. ბირმინგემი ყველაზე დიდი ქალაქია ინგლისის ცენტრში. ხელსაწყოები, მსუბუქი და სატვირთო მანქანები აქ მზადდება. ედინბურგი შოტლანდიის დედაქალაქია. ის ევროპის ერთ– ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია. უელსის დედაქალაქია კარდიფი. ის დიდი პორტია და იქ გემები მსოფლიოს ყველა კუთხიდან შედის. კემბრიჯი და ოქსფორდი უძველესი საუნივერსიტეტო ქალაქებია დიდ ბრიტანეთში. ამ უნივერსიტეტებში სწავლობდა ბევრი დიდი ადამიანი:კრომველი, ნიუტონი, ბაირონი და სხვა.

Slide 9

დიდი ბრიტანეთის დედაქალაქი– ლონდონი –ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრია. იგი მსოფლიოს ერთ– ერთი უდიდესი ქალაქია. მისი მოსახლეობა 11 მილიონზე მეტია. ლონდონი მდინარე თემზაზე მდებარეობს. ქალაქი ძალიან ლამაზი და ძველია. იგი ორიათას წელზე მეტი ხნის წინ დაარსდა. ტრადიციულად ლონდონი იყოფა რამდენიმე ნაწილად: სითი, ისთ–ენდი და უესთ–ენდი. სითი ლონდონის უძველესი ნაწილი, მისი კომერციული და ფინანსური ცენტრია. უესთ–ენდი ის ნაწილია, სადაც მდიდარი ხალხი ცხოვრობს. ის ლონდონის ყველაზე ლამაზი ნაწილია. იქ საუკეთესო სასტუმროები, რესტორნები, მაღაზიები, კლუბები, პარკები და სახლებია. ისთ–ენდი ლონდონის სამრეწველო რაიონია. იქ ბევრი ქარხანა და აგრეთვე ლონდონის პორტია.

Slide 11

ლონდონში ბევრი ღირსშესანიშნავი ადგილია. მათ შორისაა: უესთმინსთერის მონასტერი, პარლამენტის შენობა, ბუკინგემის სასახლე, პავლეს ტაძარი, ლონდონის ხიდი და ლონდონის კოშკი. ლონდონი ცნობილია, აგრეთვე , თავისი მშვენიერი პარკებით.

URL: