|
|
კარგი იქნებოდა თუ თქვენს პრეზენტაციას ვიხილავდით პისთან(3,14) დაკავშირებით. სიამოვნებით გავცლი ამ საკითხებთან დაკავშრებით ინფომაციას.
კარგი თემაა, ნამდვილად! მინდა დავამატო: ოქროს კვეთა მათემატიკაში მუდმივი სიდიდეა, რომელსაც ადამიანები უხსოვარი დროიდან იყენებენ. ნებისმიერი ორი რიცხვის ერგვაროვანი მანიპულირებით ყოველთვის მიიღება ოქროს კვეთა(1.61803398874...). თითქოს ყველაფერს მხოლოდ ერთი გზა აქვს. პატივისცემით Khvicha@hotmail.com
ოქროს კვეთა სოფ. ზედა საქარის საჯარო სკოლის პედაგოგი ნატო აბულაძე
ოქროს კვეთა ოქროს კვეთა (ოქროს პროპორცია, ოქროს შუალედი) — ჰარმონიული გაყოფა მთელისა ისეთ ორ არატოლ ნაწილად, როდესაც მცირე ნაწილი ისე შეეფარდება დიდს, როგორც დიდი მთელს და პირიქით, მთელი ისე შეეფარდება დიდს, როგორც დიდი მცირეს. მთელის სიგრძე a+b ისე შეეფარდება დიდ a-ს, როგორც a მცირე b-ს
ჯოკონდა ტერმინი ოქროს კვეთა შემოიღო ლეონარდო და ვინჩიმ მონა ლიზას (ჯოკონდა) პორტრეტი საუკუნების მანძილზე იქცევდა მკვლევარების განსაკუთრებულ ყურადღებას, მათი აზრით, სურათის კომპოზიცია დაფუძნებულია ოქროს სამკუთხედზე, რომელიც წარმოადგენს წესიერი ოქროს ხუთკუთხედის ნაწილს.
პართენონის ტაძარი ძველი ეგვიპტელები იყვნენ პირველები, რომლებმაც მათემატიკა გამოიყენეს ხელოვნებაში . ისინი მონაკვეთების შეფარდებებში მაგიურსა და ზებუნებრივს ეძიებდნენ და იყენებდნენ მას პირამიდების აგების დროს. პითაგორა (560-480), ბერძენი გეომეტრი , იყო პირველი, რომელიც განსაკუთ-რებით დაინტერესდა ოქროს კვეთით. პართენონის ტაძარი, იყო საუკეთესო მაგალითი ხელოვნებაში მათემატიკური პროპორციების გამოყენების.
მცხეთის ჯვარი VI საუკუნეში აგებული ჯვრის მონასტერი ქართული ხუროთმოძღვრების უბრწყინვალესი მარგალიტია.
სამება
ოქროს კვეთა ვეფხისტყაოსანში ქართველი ერის პოეტური ბიბლიის შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანის” ნახევარზე მეტი სტრიქონებისა, ასიმეტრიულად ახლოსაა ოქროს კვეთასთან. დანარჩენი, თითქმის ნახევარი კი სიმეტრიულ ნახევარსტრიქონებადაა წარმოდგენილი, რაც განაპირობებს პოემის განსაკუთრებულ `კეთილად სასმენელ ჰარმონიულობასა და მელოდიურობას.
ოქროს კვეთა ბუნებაში ცოცხალი ბუნება გამოირჩევა სიმეტრიის და ოქროს კვეთის პროპორციათა განსაკუთრებული სიუხვით. ის თვალნათლივ შესამჩნევია და იკითხება მცენარის – ხის, ყვავილის, ფოთლის ფორმაში, ლოკოკინას სპირალში, ადამიანის სხეულში, სახისა და კიდურების პროპორციებში და სხვა მრავალში .
ოქროს კვეთის პროპორციები ზღვის ლოკოკინაში ოქროს კვეთის პროპორციები კვერცხში
საქართველო ევრაზიის ოქროს შუაგულია. ორი დედა-კონტინენტის ევროპისა და აზიის პროპორციები ოქროს კვეთის კანონზომიერებას ექვემდებარება. კავკასია და კერძოდ საქართველო , სწორედ ევროპისა და აზიის მიჯნაზე, გზაჯვარედინზეა.
ოქროს კვეთა ადამიანის სხეულში
კიდევ ერთი საინტერესო სურათი - ეს სალვადორ დალის ნახატია და მას ჰქვია - Геополитическое дитя наблюдает рождение нового человека.
by natoabuladze | Modified: 1 year ago
Language: Georgian | Topic: Education
| 421 Views | 2 Comments | 4 Embeds |
| URL: |
No comments posted yet
Comments