|
|
ზესტაფონი სოფ . ზედა საქარის საჯარო სკოლის პედაგოგი ნატო აბულაძე
ზესტაფონი ზესტაფონი, ქალაქი დასავლეთ საქართველოში, 1921 წლამდე ყვირილა ეწოდებოდა.
ზესტაფონი მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, მდინარე ყვირილის ორივე ნაპირზე, ზღვის დონიდან 160 მ სიმაღლეზე. თბილისიდან 183 კმ (რკინიგზით). ზესტაფონი რამდენიმე უბნად იყოფა.
წყაროებში პირველად მოიხსენიება XVI საუკუნის 60-იან წლებში. სახელწოდება "ზესტაფონი” გადმოცემის თანახმად, მომდინარეობს ზედა ფონისაგან (მდ. ყვირილაზე). XIX საუკუნის 20-იან წლებში აქ იყო კაზაკთა ჯარის პოსტი - ყვირილის პოსტი და ზესტაფონსაც ყვირილა დაერქვა.
ლეგენდის თანახმად ზესტაფონის მიდამოები ტყეებითა და ჭაობებით იყო დაფარული. მოსახლეობა სახლების მშენებლობისას სახურავისთვის ყავარს აკეთებდა, შესაბამისად ერთ-ერთ უბანს "საყავრია" შეარქვეს.
ზესტაფონი ზესტაფონის ზრდა დაკავშირებულია ფეროშენადნობთა ქარხანასთან. საწარმოს ამუშავებამ ქალაქი აქცია საქართველოს ერთ-ერთ ინდუსტრიალურ ცენტრად. დღესდღეობით ზესტაფონში ცხოვრობს 24 158 მცხოვრები.
ქალაქში არის ჯანდაცვის დაწესებულებები, ზესტაფონის რაიონული სასამართლო, ქალაქში მოქმედებს თეატრი და მუზეუმი.
ფეხბურთი ქალაქს ჰყავს საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი. "ზესტაფონი" რეგურალურად ასპარეზობს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში არის საქართველოს მოქმედი ჩემპიონი და მოპოვებული აქვს საქართველოს თასი.
ზესტაფონში არის მარგვეთის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია. ქალაქში არის რამდენიმე მართლმადიდებლური ტაძარი.
| URL: |
No comments posted yet
Comments