sulxn saba

+4

No comments posted yet

Comments

Slide 1

თამარ თაბუაშვილი ქ.თბილისის 118-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი სულხან-საბა ორბელიანის ბიოგრაფიული შტრიხები

Slide 2

სულხან-საბა ორბელიანი დაიბადა ქვემო ქართლში, ბოლ-ნისის რაიონის სოფელ ტანძიაში 1659 წლის 4 ნოემ-ბერს,სადც გაატარა ბავშვობისა და ყრმობის წლები ,,სულხან-საბა ორბელის ძე სიბრძნით აღხდა ორბების ძე” ხალხური

Slide 3

ტანძია

Slide 4

ოჯახი მამა -ვახტანგ ორბელიანი საქ-ართველოს პოლიტიკურ ცხოვ-რებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. ქართული კულ-ტურისა და ლიტერატურის უბადლო მცოდნედ ითვლებოდა. ის ქართლის სამეფოს მდივანბეგი გახლდათ. ხალხი მას სიყვა-რულით "დიდ ორბელს" უწო-დებდა. ისტორიამ კი მას სხვა სახელი უწოდა – საქართველოს ბრჭედ მთავარი. დედა -თამარი,კახეთის 1659 წლის აჯანყების მოთავის ზაალ არაგვის ერისთავის ასული იყო. მამიდა კი ვახტანგ მეხუთის (შაჰნავაზის) მეუღლე.ამიტომ პატარა სულხანი უფლისწულებთან – არჩილთან, ლევანთან და გიორგისთან მეგობრობდა.

Slide 5

ბერობა 1688 წელს, როცა ირანის შაჰმა გიორგიმე-11-ს მეფობა ჩამოართვა, სულხან ორბე-ლიანი იძულებული გახდა, ქართლს გასცლოდა. რამდე-ნიმე წლის შემდეგ დავით გარეჯის იოანე ნათლის-მცემლის მონასტერში ბერად აღიკვეცა და ეწოდა საბა. რამდენიმე წლის შემ-დეგ ასკეტური, ბერული ცხოვრება შეწყვიტა და ისევ დაიწყო ბრძოლა. საბას კელია

Slide 6

დესპანი 1703 წლიდან ვახტანგ მეექვსის დავალე-ბით, სულხან–საბა დიპლომატიური მი-სიით გაემგზავრა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთსა და იტალიაში. საქართველოს გულანთებუ-ლი ელჩი შეცდა. სულხან–საბას საფრან-გეთში ემისრობა ცუდ დროს დაემთხვა. საფრანგეთს 2 მილიარდი ოქროს ლივრი ჰქონდა ვალი, იმპერატორი ლუი მეთო-თხმეტე კი ტრაგედიით იყო შეძრული, მთელი ოჯახი გამოეცალა ხელიდან, ხუ-თი ვაჟი დაეღუპა. საქართველოს ელჩი ცდილობდა თავისი ქვეყნის უნუგეშო მდგომარეობა კარგად გაეცნოთ ევროპელ ხელისუფალთათვის, მაგრამ ამაოდ. ევ-როპას საქართველოსთვის არ ეცალა.

Slide 7

ხელმოცარული დესპანი პოლიტიკური მოსაზრებებით სუ-ლხან–საბამ კათოლიკური აღმსა-რებლობაც მიიღო. ალბათ ფიქ-რობდა, რომ კათოლიკურ სამყა-როსთან ურთიერთობას გაცილე-ბით ადვილად შეძლებდა. თუმცა მისი დიპლომატიური მისია მარ-ცხით დამთავრდა. მან დიდი გაჭირვებით ჩამოაღწია სამშობ-ლომდე. საქართველოში უამრავი განაწყენებული ადამიანი დახვდა. მისი მისამართით ათასგვარი ცი-ლისწამება ისმოდა, არ პატიობ-დნენ, რომ კათოლიკური აღმსა-რებლობა მიიღო და ყველა შრომა და ღვაწლი წყალში ჩაუყარეს. იმასაც ამბობენ, სულხან–საბა წვერით ითრიესო... - წვიმა არ არის საბას კაბა დაუსველა რამ?! - თოვლი არ არი საბას თავი გაუთეთრა რამ?! - ყინვა არ არი! სულხან საბას აკანკალებს რა?! - რამ დაასველა?! - რამ დათეთრა?! - რა აკანკალებს?! საქართველოა მისთვის: წვიმაც თოვლიც და ყინვაც

Slide 8

დაბრუნება ლეგენდის თანახმად ქართველი მწერალი და დიპლომატი სულხან-საბა ორბელიანი ევრო-პაში ხანგრძლივი მოგ-ზაურობით დაღლილმა ქუთაისის ამ ულამაზეს უბანს მიაშურა. ეკლესიის მამებს ევროპიდან წამო-ღებული უცხო თესლი დაუტოვა. სულ მალე უბანში მწვანე ყვავილები აბრიალდნენ. .

Slide 9

შემოქმედება

Slide 11

თარგმანი ,ქილილა და დამანას” კრებული ინდური წარმოშობისაა. XV ს.-ში ვა’ეზ ქაშეფი სპარსულ ენაზე ქმნის ახალ ვერსიას ,,ანვარე სოჰაილის” სახელწოდებით. ძეგლი ლექსნარევი პროზაა. სწორედ მისგან მომდინარეობს ,,ქილილა და დამანას” ქართული ვერსიები: დავით კახთა მეფისა და ანონიმი სპარსი და სომეხი მთარგმნელების არასრული ვერსია, ვახტანგ VI-ის მიერ თარგმნილი ვერსია (პწკარე-დული თარგმანი) და სულახან-საბას მიერ ვახტანგის თხოვნით ,,გაჩალხული” ვერსია.  ეს ვერსია სულხან-საბას ავტოგრაფითაა შემონახული.

Slide 12

გარდაცვალება 1724 წელს, როცა ვახტანგ მეექვსემ რუსეთს დააპირა გადახვეწა, მან მოსკოვში წინასწარი მოლაპარაკე-ბისათვის ორბელიანი გაგზავნა, მაგრამ ხანდაზმულ მწერალს არ დასცალდა უკანასკნელი მისიის ასრულება. იგი 1725 წელს მოსკოვში გარდაიცვალა. დაკრძალეს სოფელ ვსესვიატსკოეში მდებარე ტაძრის სარდაფში. მისი ნეშტის მოძიება 80–იან წლებში დაიწყეს, მაგრამ უშე-დეგოდ. მე–20 საუკუნის 30–იან წლებში მეტროპოლიტენის მშენებ-ლობის დროს ტაძრის ტერიტორიაზე ბევრი მიწა დაუყრიათ და ტაძრის სარდაფები მიწით ავსებულა. სავარაუდოდ, სწორედ სარდაფში განისვენებს ქვეყნის სიყვარულში დამაშვრალი ქართველი ემისარი. სოფელი ვსესვიატსკოე

Slide 13

კონსტანტინე გამსახურდია წერს: "თავისი ეპოქის უბრწყი-ნვალესმა კაცმა დასთმო ყოვე-ლივე პირადული და ბოლოს იგი ისევე გაუბედურდა, რო-გორც მისივე ქვეყანა. შეიგრძნო სიბრძნისა და სიბერისაგან მო-ნაბერი სუსხი და ამსოფლიური ამაოებით გულ-გასენილმა ვსესვიატსკოეს მცირე მიწას მიაბარა თავისი გაწამებული სხეული..."

Slide 14

რაც სურდა საბას, თუ მსურდეს სხვა რამ, - ღმერთმა დამლახვროს! მსურს მხოლოდ იგი, - რაც საბას სურდა: კაცმა ქართველმა, - მსურს, - ქართულად ილაპარაკოს და საქართველოს - საქართველო, - მსურს, - ერქვას მუდამ! ღმერთმა ქართული, - აწ და მარად, - აკურთხოს მიწა! სხვის ჩარხმა მისმა აწი მაინც იბრუნოს წაღმა! - და ყველას, - ჰქვია ქართველი ვისაც, - მსურს, - სურდეს იგი, - რაც სურდა საბას!

Slide 15

მთელ საქართველოს მამად მიაჩნდა პიერ რიშარი დამილოცნიხართ,ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ, განგეღოთ კარი ბედნიერი ცხოვრებისა” სულხან-საბა

URL: