|
|
კონტინენტები გეოგრაფია ხათუნა სადაღაშვილი 2012
ევრაზია აფრიკა ავსტრალია ჩრდ.ამერიკა სამხრ.ამერიკა ანტარკტიდა
ევრაზია ევრაზია – დედამიწის ყველაზე დიდი კონტინენტი, მდებარეობს ჩრდილოეთნახევარსფეროში (გარდა ზოგიერთი კუნძულისა). საერთო ფართობი მიმდებარე კუნძულებიანად შეადგენს 53,4 მლნ კვ.კმ-ს, მოსახლეობა - 4,1 მილიარდს. კონტინენტს გარს აკრავს ჩრდილოეთი ყინულოვანი ოკეანე, წყნარი, ატლანტის და ინდოეთის ოკეანეები და მათი ზღვები. კუნძულების ფართობი 2,75 მლნ კვ.კმ-ია. ევრაზიაში შედის ორი კონტინენტური ნაწილი: ევროპა და აზია. მათ შორის საზღვარი გადის შემდეგ ხაზზე: ურალის მთები, მდინარე ვოლგა, მდინარე ემბა, მდინარე კუმა, კუმა-მანიჩის ღრმული, მდინარე მანიჩი, კავკასიონის ჩრდილოეთ დაბოლოება, შავი ზღვა, ბოსფორისა დადარდანელის სრუტეები.
აფრიკა აფრიკა — დედამიწის ერთ-ერთი კონტინენტი. ფართობი მიმდებარე კუნძულებიანად შეადგენს 30,22 მლნ. კმ²–ს, ხოლო მოსახლეობა — 900 მილიონ ადამიანს (დედამიწის მოსახლეობის 14%). კონტინენტებს შორის ამ მაჩვენებლებით იგი ჩამორჩება მხოლოდევრაზიას. უჭირავს დედამიწის მთელი ზედაპირის 6%, ხოლო ხმელეთის 20,4%
ავსტრალია ავსტრალია (ინგლ. Australia; ოფიც. ავსტრალიის კავშირი ინგლ.Commonwealth of Australia) — სახელმწიფო ავსტრალიის კონტინენტზე. უშუალო სახმელეთო მეზობელი არა ჰყავს, ზღვით კი ესაზღვრება: ინდონეზია,აღმოსავლეთი ტიმორი და პაპუა-ახალი გვინეა ჩრდილოეთით, სოლომონის კუნძულები, ვანუატუ და ახალი კალედონია ჩრდილო-აღმოსავლეთით და ახალი ზელანდია სამხრეთ-აღმოსავლეთით.
ჩრდ. ამერიკა ჩრდილოეთი ამერიკა — (ინგლ. North America) კონტინენტი დედამიწის ჩრდილოეთ და დასავლეთ ნახევარსფეროებში. სამხრეთ ამერიკასთან ერთად ქმნის ამერიკას. ჩრდილოეთ ამერიკის უდიდესი ქვეყნებია: კანადა, აშშ, მექსიკა. ჩრდილოეთი ამერიკა კუნძულების გარეშე შეადგენს 20,36 მლნ კმ², კუნძულებთან ერთად კი 24,709 მლნ კმ². ჩრდილოეთ ამერიკას ეკუთვნის კუნძული გრენლანდია, კანადის არქტიკული არქიპელაგი, კარიბები, ალეუტის კუნძულები და სხვა.
სამხრ.ამერიკა სამხრეთი ამერიკა — კონტინენტი დედამიწის დასავლეთ ნახევარსფეროსა და, ძირითადად, სამხრეთ ნახევარსფეროში; ესაზღვრება სამხრეთით და დასავლეთით წყნარი ოკეანე, ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით ატლანტის ოკეანე; ჩრდილოეთი ამერიკა დაკარიბის ზღვა მდებარეობს ჩრდილო-აღმოსავლეთით. უკიდურესი წერტილებია: ჩრდილოეთით — პუნტა-გალინასის კონცხი (ჩ. გ. 12°28'), სამხრეთით — ფროუორდის კონცხი (ს. გ. 53°54'), აღმოსავლეთით — კაბუ-ბრანკუს კონცხი (დ. გ. 34°37') და დასავლეთით —პარინიასის კონცხი (დ. გ. 81°20')
ანტარქტიდა ანტარქტიდა (ბერძნ. ἀνταρκτικός საპირისპირო არქტიკის) — კონტინენტიადედამიწის სამხრეთ გეოგრაფიული პოლუსის გარშემო. დედამიწის ყველაზე ცივი ადგილი და თითქმის სრულად დაფარული ყინულით, რომლის სისქეც 1.6 კილომეტრს (1 მილი) აღწევს. ამასთან ის დედამიწის უდიდესი უდაბნოა. მას გარს აკრავსსამხრეთის ოკეანის წყლები (აგრეთვე ცნობილი როგორც ინდოეთის, წყნარი დაატლანტიკის ოკეანეების სამხრეთი ნაწილები). კონტინენტის ფართობი შეადგენს 12.4 მლნ კვ. კმ (ასევე 1.6 მლნ. კვ. კმ. შეადგენს შელფური ყინულები).
| URL: |
No comments posted yet
Comments