ვაზი

+1

No comments posted yet

Comments

Slide 1

ვაზი და გლეხკაცი დავალებები ჯგუფური მუშაობისათვის მ. დათუაშვილი

Slide 2

ვაზი და ლეხკაცი ვაზი ბედნიერი შეჰხაროდა გლეხკაცს. გაზაფხულზე მიწა რომ შემოუბარა, როგორ ფრთხილობდა, ბარი მის ნაზ ფესვებს არ გამოსდებოდა, რა სიყვარულით ევლებოდა თავს, გამძლე ბიჯგებს უყენებდა და რომ უფრო ლაღი გაზრდილიყო ზედ ახვევდა. მადლიერმა ვაზმა გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, ტკბილი, სურნელოვანი მტევნებით დაესაჩუქრებინა ადამიანი. როცა ყურძნის კრეფის დრო დადგა, ვაზი ერთიანად მსხვილი მტევნებით იყო დახუნძლული. გულმოდგინე პატრონმა ერთიმეორის მიყოლებით დაკრიფა ისინი და ფრთხილად ჩააწყო გოდორში. შემდეგ დაფიქრდა, სარები და ბიჯგები ამოთხარა და შეშად გამოიყენა. რაღა დარჩენოდა საწყალ ვაზს დაუმსახურებელ წყენაზე დარდისა და მთელი ზამთარი შიშველ მიწაზე გაყინვის მეტი! შემდეგ წელს ისეთი გულუხვი აღარ აღმოჩნდა ის. წინდაუხედავ გლეხს ძვირად დაუჯდა თავისი სიხარბე. ლეონარდ და ვინჩი  

Slide 3

I ჯგუფი წერილობით გადმოეცით მოთხრობის მოკლე შინაარსი

Slide 4

II ჯგუფი უპასუხეთ კითხვებს: როგორ უვლიდა გლეხკაცი ვენახს? როგორ დაუფასა ვაზმა გლეხკაცს მზრუნველობა? როგორ მოიქცა გლეხი ყურძნის დაკრეფის შემდეგ? როგორ დაისაჯა გლეხი სიხარბის გამო?

Slide 5

III ჯგუფი შეადგინეთ მოთხრობის გეგმა და დაურთეთ შესაბამისი ნახატები

Slide 6

IV ჯგუფი როგორია გლეხკაცი?

Slide 7

V ჯგუფი მისწერეთ გლეხკაცს რჩევა: “როგორ მოიქცეს, რომ ვაზმა კვლავ კარგი მოსავალი მისცეს”

Slide 8

VI ჯგუფი დაწერეთ თხზულება “რთველი ჩემს სოფელში” (დაურთეთ ნახატი)

URL: