ინფექციური დაავადებები

+1

No comments posted yet

Comments

Slide 1

ინფექციური დაავადებები პროექტის ხელმძღვანელი 76-ესაჯარო სკოლის პედაგოგი მარეხი ცხოვრებაშვილი

Slide 2

ინფექციური დაავადებები - გადამდები დაავადებები. ორგანიზმში მაავადებელი აგენტის შეჭრით გამოწვეული დაავადებები. რომელთა საერთო ძირითადი ნიშანი ის არის, რომ დაავადება ავადმყოფის ან ინფექციამატარებლისაგან შეიძლება გადაედოს ჯანმრთელ ადამიანს

Slide 3

დაავადებათა განვითარების ეტაპები დასნებოვნების მომენტი, ე. ი. დაავადების გამომწვევის შეჭრა ორგანიზმში; ფარული (ლატენტური) ანუ ინკუბაციური პერიოდი - დასნებოვნების მომენტიდან დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენამდე; წინამორბედების (პროდრომული) პერიოდი, რომელსაც თან ახლავს საერთო სისუსტე, უგუნებობა, თავის ტკივილი, ტემპერატურის უმნიშვნელო მომატება და სხვა; დაავადების განვითარების პერიოდი - დაავადების დამახასიათებელი ნიშნების გამოვლენა; დაავადების სრული სურათის ჩამოყალიბების პერიოდი; დაავადების ჩამთავრების პერიოდი, როდესაც თანდათანობით (ლიზისი) ან უეცრად (კრიზისი) ეცემა სხეულის ტემპერატურა და ქრება კლინიკური ნიშნები; ინფექციური დაავადებათა დროს პათოლოგიური პროცესი ჩვეულებრივ კანონზომიერად ვითარდება და გამოიყოფა შემდეგი ეტაპები: გამოჯანსაღების (რეკონვალესცენციის) პერიოდი. ინფექციური დაავადებათა გადატანის შემთხვევაში უმეტეს შემთხვევაში ვითარდება იმუნიტეტი.

Slide 4

ჩუტყვავილა ჩუტყვავილა მწვავე ვირუსული ინფექციაა, რომელიც მიმდინარეობს სუსტად გამოხატული ინტოქსიკაციით, ტემპერატურის ზომიერი მომატებით, კანსა და ლორწოვან გარსებზე თანამიმდევრული, ტიპური ლაქოვან-ბუშტუკოვანი გამონაყარით.

Slide 5

წითელა წითელა rubeola - მწვავე ვირუსული დაავადება, გადაცემის ჰაერ-წვეთოვანი მექანიზმით; ხასიათდება ცხელებით, ინტოქსიკაციით, სასუნთქი გზების კატარითა და ლაქოვან – პაპულოზური გამონაყრით. წითელა – ეპიდემიოლოგია. ინფექციის წყაროა ავადმყოფი, რომელიც განსაკუთრებით საშიშია დაავადების ადრეულ, კატარალურ პერიოდში. ინფექციის გადაცემა ხდება ჰაერ – წვეთოვანი გზით.

Slide 6

წითურა - როგორ ვლინდება წითურა? - 5-6 წლამდე ასაკის ბავშვებში - მსუბუქი გაციების ნიშნებითა და უმნიშვნელო გამონაყარით. უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში დაავადების სურათი უფრო მძიმეა - მაღალი ტემპერატურა, თავისა და კუნთების ძლიერი ტკივილი, კისრის უკანა, იღლიის, საზარდულის ლიმფური ჯირკვლების გადიდება. ექიმები არაერთხელ დავრწმუნდით, რომ რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი, მით უფრო მსუბუქად მიმდინარეობს წითურა. საზოგადოდ, ბავშვთა ასაკის ინფექციებს შორის ის ყველაზე მსუბუქ დაავადებად მიიჩნევა.

Slide 7

რჩევები ვირუსული ინფექციებისგან თავის დასაცავად საჭიროა: ავადმყოფის იზოლაცია; სანიტარიულ-ჰიგიენური წესების დაცვა; ბავშვის იმუნიტეტის გაძლიერება, რის ძირითად მიმართულებადაც იმუნოპროფილაქტიკა მიიჩნევა.

URL:
More by this User
Most Viewed